10-12 აპრილს, იტალიის ქალაქ ტურინში, ტურინის უნივერსიტეტში ევროპის იურიდიული ფაკულტეტების (ELFA) ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია „ინტეგრაცია და მრავალფეროვნება ევროპის იურიდიულ განათლებაში“ გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა და პროფესორმა ადამ მახარაძემ. სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე იურიდიული განათლების გამოწვევები, შედარებითი სამართალი ევროპის უმაღლეს სასამართლოში, ევროპული სამართლის იურისტი, აკადემიური კარიერა ცვალებად გარემოში, კიბერ უსაფრთხოებისა და პირადი უსაფრთხოების პრობლემები.
უკან |