საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა 4-13 აპრილს ერასმუს +-ის პროგრამის ფარგლებში ზალცბურგის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასა და ექსპერტთა სემინარის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მკვლევარმა კონფერენციაზე წარაგენა მოხსენება თემაზე: „Limitrophes” as Cause of Contested Neighborhood“. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ევროპისმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობებში) კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისა და წარმატებით განხორციელების შესახებ.
უკან |