იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტი „მედია-დეტექტორი“

სურათი

კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ მხარდაჭერილი პროექტის "მედია-დეტექტორის" ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია წიგნიერების შესახებ სემინარი, ფილმის „ბრექსიტის“ ჩვენება და დისკუსია - „მედიის როლი ბრექსიტის პროცესებში“ გაიმართა. კონკურსის წესით შერჩეულმა მონაწილეებმა განიხილეს და ინფორმაცია მიიღეს ისეთ თემებზე როგორიცაა: დეზინფორმაცია, ფეიქ-ნიუსები, პროპაგანდა, მანიპულაცია.
აქტივობა დატვირთული იყო ჯგუფური და როლური თამაშებით, რამაც სტუდენტების მაღალი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია. სტუდენტები გაეცნენ იმ ხერხებსა და მექანიზმებს, რისი საშუალებითაც შეძლებენ გაარჩიონ ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია, ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ვებგვერდების შესახებ, სადაც შეძლებენ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებას. Menti.com პლატფორმის საშუალებით კი მონაწილეებმა შეადგინეს სამი ასოციაციური სიტყვა აღნიშნული თემის ირგვლივ.

ვორკშოპ სემინარი ჩაატარა პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრმა, მედიაწიგნიერების სერთიფიცირებულმა ტრენერმა მამუკა საფარიძემ. ბსუ-ს პროფესორი ირაკლი გორგილაძე სტუდენტებს პროპაგანდის ხერხებზე ესაუბრა, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა მსმენელებს გააცნო მედიასაშუალებების გამოყენებით ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების ბრძოლა ევროკავშირის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა და დასაჩუქრდა ესეების კონკურსის მონაწილეები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა