იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა - როგორ დავაღწიოთ თავი ნაცრისფერ რეალობას“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორმა გიორგი მელაძემ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის აქტუალურ საკითხები გააცნო. ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |