საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილებასა და აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში გადიან. სასწავლო პრაქტიკის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება, სამუშაო გარემოში თეორიული ცოდნის გამოყენება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციების ჩამოყალიბება. სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორების ირაკლი მანველიძისა და ნატალია ლაზბას ხელმძღვანელობით გადიან.
უკან |