ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტიპენდიების კონკურსი დასრულდა. სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე სასწავლო წლის სტუდენტმა არჩილ ჯინჭარაძემ შოთა რუსთაველის სახელობითი საუნივერსიტეტო სტიპენდია მოიპოვა, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტმა თეონა მოსიძემ სერგო ჯორბენაძის სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდია, ხოლო საერთაშორისო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა ლია ირემაძემ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია. კონკურსი იყო ასევე გამოცხადებული ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტმა ამირან აბაშიძემ, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტმა მარიამ ჯინჭარაძემ, საერთაშორისო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტმა ნინო ბუსხრიკიძემ, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტმა თამილა ბროლაძემ და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა ანზორ ჯაიანმა.
უკან |