იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„კრიმინოლოგიის მნიშვნელობა სახელმწიფოში და მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო 24-25 მაისს თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა სახელმწიფოში და მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“. სესიის მუშაობაში ქართველი მეცნიერებთან ერთად კრიმინოლოგიური დარგის ცნობილი უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ კონფერენციის ორგანიზატორებს გადასცა ბსუ-ს რექტორის მერაბ ხალვაშის მისალმების ადრესატი და გამოვიდა მოხსენებით „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა, მისი ადგილი  და  როლი დამნაშავეობის  წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.

სამეცნიერო კონფერენცია ამერიკის კრიმინოლოგიის  საზოგადოების მხარდაჭერით  საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და  კრიმინოლოგიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის  ორგანიზებით ჩატარდა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა