საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამის შემუშავების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველძემ განახორციელა ბაზრის კვლევა და დამსაქმებელთა გამოკითხვა. კვლევა განხორციელდა თვისობრივი კვლევის მეთოდის ინტერვიურების ტექნიკის გამოყენებით. კვლევის სამიზნე ჯგუფები იყვნენ რეგიონის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები. კვლევის შედეგად განისაზღვრა პროგრამის საჭიროებები პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების განსაზღვრისთვის. დასაქმების ბაზარზე დიდი მოთხოვნაა პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კომპეტენტურ სპეციალისტებზე.
უცილებელი წინაპირობაა, თანამედროვე საჯარო მოხელის კომპეტენცია მოიცავდეს გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის გზების დასახვის, კომუნიკაციის, კვლევის, პროექტების წერის, თვითორგანიზების, თვითგანათლების უნარებს. ასევე ითვალისწინებს ავტონომიურობის და პასუხისმგებლობის მაღალ მოთხოვნის აუცილებლობას.
უკან |