იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში სემინარები „Neurocomputing advances on Brain research“ ჩატარდა

სურათი

24–26 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის ქ. ლუცკის ლესია უკრაინკას სახელობის დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  პედაგოგი ტანია კაჩინსკა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ირმა ხაჩიძე, რომლებმაც ჩაატარეს სემინარები თემაზე:  „Neurocomputing advances on Brain research.“ სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სოციალურ მეცნიერებათა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტების წევრები პროფესორი გურამ ჩაგანავა, ასოცირებული პროფესორები: ქეთევან ბერიძე, რუსუდან ბერიძე, რუსუდან კეჭაყმაძე, ირაკლი მანველიძე, ნატალია ლაზბა, ინეზა ზოიძე, ასისტენტები: შორენა მესხიძე, ეთერ ვარშანიძე, აკადემიური დოქტორი გურანდა შამილიშვილი, მოწვეული მასწავლებელი ციალა ტუღუში, ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯინჭარაძე, თამარ ჭაღალიძე და ქეთევან ხიმშიაშვილი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა