იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ წარდგენა

სურათი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია გაიმართა. წარდგენაზე წიგნის ავტორმა ნაშრომის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე ისაუბრა. წიგნში განხილულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცედურა, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციურობის განხილვის უფლებამოსილების საკითხები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ორგანიზატორები და მონაწილეები.


ტეხასის უნივერსიტეტის მართვის და უილიამ სტემპს ფარიშის სამართლის პროფესორი რიჩარდ ალბერტი არის ათობით წიგნის ავტორი და  კონსტიტუციონალიზმის მომავლის საერთაშორისო ფორუმის დამფუძნებელი თავმჯდომარე. რიჩარდ ალბერტი ლექციებს კითხულობს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით, აქვეყნებს წიგნებსა და სტატიებს კონსტიტუციებში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის საკითხების შესახებ. პროფესორ რიჩარდ ალბერტს მიღებული აქვს სამართლისა და პოლიტოლოგიის ხარისხი იელის, ოქსფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში.

წიგნის წარდგენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა