დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, საზაფხულო სკოლის პროექტის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ, ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ შულცმა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორმა თომა ბირმონტიენემ სკოლის მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციის დღე მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში 20 ქართველი და უცხოელი სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებს კონსტიტუციური სამართალის, კონსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების აქტუალური საკითხები ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა გააცნეს.
საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საგრანტო დაფინასებით და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თანადაფინანსებით გაიმართა.
უკან |