იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ.  საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა ახალგაზრდებს ბსუ-ს  რექტორთან ბატონ მერაბ ხალვაშთან და სამართლის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მიულოცეს 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება, საქართველოს კონსტიტუციასა და მასში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს  ირაკლი კობახიძის ავტორობით გამოცემული უახლესი სახელმძღვანელო  ,,კონსტიტუციური სამართალი“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა