იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქალთა სიღარიბის გამომწვევი ფაქტორები საქართველოში სახელფასო სხვაობის პრობლემის ფონზე

სურათი

ქალთა სოციალური პოლიტიკის მკვლევარმა გვანცა ხონელიძემ,  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან  შეხვედრა ჩაატარა თემაზე: „ქალთა სიღარიბის გამომწვევი ფაქტორები საქართველოში, სახელფასო სხვაობის პრობლემის ფონზე”. მრავალი ჩაგრული ჯგუფი სხვადასხვაგვარად ხდება სიღარიბის მსხვერპლი. ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კი კრიტიკულია: ეკონომიკურად არააქტიურობის მაღალი მაჩვენებელი და საშინაო შრომაზე სრული პასუხისმგებლობა, დაბალშემოსავლიან სექტორებსა და პოზიციებზე ქალების ტოტალური განაწილება, ეკონომიკური ძალადობა, სახელფასო სხვაობა. 
 
ამ ფაქტორებზე ზრუნვის და სპეციფიური მიდგომების დანერგვის გარეშე ქვეყანას გაუჭირდება გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნა და მშპს გაზრდა, რადგან ქალების ეკონომიკური გააქტიურება ქვეყნის დოვლათზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გვანცა ხონელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა