სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატო-სთვის” ფარგლებში გიორგი ხელაშვილმა შეხვედრა გამართა ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან. პროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური და რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების დაახლოება, საქართველოს ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაძლიერება ნატო-ს როლის შესახებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმოებულ დისკუსიებში.
პროექტის ფარგლებში, ნატოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა ქალები, თბილისისა და ოთხი რეგიონის უნივერსიტეტიდან, მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში, კონფერენციებსა და მრგვალი მაგიდის დისკუსიებში, განიხილავენ ნატოს წარსულს, ამჟამინდელ და შესაძლო გავლენას საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. სტუდენტები საკონკურსოდ მოამზადებენ ესეებს. ასევე, შეხვდებიან მთავრობისა და ნატო-ს წარმომადგენლებს. რეგიონის უნივერსიტეტების 40 მონაწილე დაიყოფა 8 ხუთკაციან ჯგუფად და უმასპინძლებს თბილისიდან ჩამოსულ სტუდენტებს სადისკუსიოდ.
საბოლოოდ, გაიმართება კონფერენცია, გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფულადი პრიზები.
უკან |