ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა გურამ ჩაგანავამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ორალური ფაზის ფსიქოგენეტიკა“. მომხსენებელმა სტუდენტებს გააცნო ადამიანის ფსიქიკის განვითარების ორალური, კანიბალური ფაზა, ფსიქოსექსუალური კონცეფცია, ფსიქოსექსუალური განვითარების პრობლემატიკა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები. ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორმა გურამ ჩაგანავამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |