ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, კიევის ბორის გრენჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა სვეტლანა კალიშჩუკმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „მომავალი ფსიქოლოგ-კონსულტანტების ცნობიერების აზრობრივი არქიტექტონიკის ინტეგრაციული ეგზისტენციალურ-სისტემური ტრანსფორმაციის პრობლემები“. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორებისა და მოწვეული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას აზრობრივი არქიტექტონიკის ტრანსფორმაციის პრობლემებისადმი და სასწავლო პროცესში აღნიშნული ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებას.
უკან |