იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ქართული პარალამენტარიზმი: წარსული და თანამედროვეობა“

სურათი

საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ,,ქართული პარლამენტარიზმი: წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესიაზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოხსენებები წარმოადგინეს თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის განვითარების ევოლუციაზე, მის პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რეგიონალური პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებასა და მისი ტრანსფორმაციის თავისებურებებზე.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე პარალამენტის მუშაობის თავისებურებებს, განხილული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების შეფასებასა და 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციას, რომლის საფუძვლეზეც საქართველოში პირველად უნდა ჩატარებულიყო საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესით საერთო ეროვნული წარმომადგენლობითი ორგანო - პარლამენტის არჩევნები.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ-მასაწვლებლები და მკვლევარები.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ილიაუნის საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა