იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„კონსტიტუციური სამართლის გლობალური მიმოხილვა - 2018“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო 26 ნოემბერს, ბრატისლავაში გამართულ „კონსტიტუციური სამართლის გლობალური მიმოხილვა - 2018-ის“ ვორქშოფში. მალხაზ ნაკაშიძემ სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „ლიბერალური დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში“. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა   ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონსტიტუციური სამართლის ყოველწლიური ანგარიშები განიხილეს.

მალხაზ ნაკაშიძის წინადადებით, შესაძლებელია 2020 წლის ნოემბერში კონსტიტუციური სამართლის გლობალური მიმოხილვის ვორქშოფი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართოს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა