იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საქართველოს პარლამენტის დისტანციური სტაჟირების პროგრამის წარდგენა გაიმართა

სურათი

საქართველოს პარლამენტის დისტანციური სტაჟირების პროგრამის წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ სტუდენტებს დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამა წარუდგინა და მასში მონაწილეობის წესები გააცნო. დისტანციური სტაჟირების უპრეცენდენტო მოდელი ექვსთვიანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ. პირველ ეტაპზე კონკურსი ადამიანის რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებში გამოცხადდა. მონაწილეთა განცხადებების მიღება ათ თებერვალს დასრულდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა