იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია“

სურათი

22 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართლებამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია.“ დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატს, გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია.

მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში განხილული იყო კონფიდენციალობისა და პრივილეგირებული კომუნიკაციის დეფინიცია, საკანონმდებლო ხარვეზები და პრივილეგიის გავრცელების ფარგლები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებისა და პრაქტიკის მაგალითებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და დაინტერესებული პირები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა