ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სტუდენტებისათვის 2020 წლის 4 თებერვალს ბერგჰოფის ფონდის წარმომადგენელებმა ასოცირებულ პროფესორ ნატალია ლაზბასთან ერთად ჩაატარა ფორქშოფი თემაზე ,,ქართულ - აფხაზური კონფლიქტების ტრანსფორმაცია“.
ბერგჰოფის ფონდი - გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის", რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. მოსმენენ და განიხილავენ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიულ ინტერვიუებს. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოუთხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
უკან |