იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები მორიგი აკრედიტაციისთვის ემზადება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის სტანდარტით და სამართლის დარგობრივი მახასიათებლებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული პროგრამის სტუდენტთა აქტიური პრაქტიკით უზრუნველყოფას. პრიორიტეტულად  აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე შეირჩა რელევანტური სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა სტუდენტები უზრუნველყონ სასწავლო პრაქტიკით.

სწორედ ამ მიზნით  გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები შემდეგ ორგანიზაციებთან:

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ქედის მუნიციპალიტეტის მერია
  • შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟი“
  • ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი
  • შპს „ახალ ხედვა“
  • შპს „სახლი ხეივანში“
  • შპს „ბი ემ სი გორგია“
  • კერძო აღმასრულებელი ვახტანგ მოწყობილი

ბსუ-სთან შესაბამისი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა სხვა ორგანიზაციებმაც, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება უახლოეს პერიოდში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა