26 მაისს, 12:00 საათზე, ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას: „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“ ჩაატარებს.
საორგანიზაციო კომიტეტი:
- ლევან ჯაყელი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, მოდერატორი;
- ომარ ფარტენაძე - ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი;
- ადამ მახარაძე - პროფესორი
მომხსენებლები:
- ოთარ ჯანელიძე - დოქტორი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი - „1918 წლის 26 მაისი მის თანამედროვეთა აღქმებსა და შეფასებებში“;
- პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე - „დამოუკიდებლობის აქტით დეკლარირებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში“;
- პროფესორი მურმან გორგოშაძე - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლობის ძირითადი მიმართულებანი (1918-1921)“
- პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი - „ბათუმის საკითხი 1918 წლის მარტის ტრაპიზონისა და მაისის ბათუმის კონფერენციებზე“;
- ნიკოლოზ მეგრელიშვილი - ( საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე (კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები)“;
- პროფესორი გურამ ჩაგანავა - „სახელწოდება „თურქის“ ეტიმოლოგიის პრობლემა“;
- თინა ცხოვრებაძე (თსუ დოქტორანტი) – „1918 წლის 26 მაისის გახსენება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინა პერიოდში (1988-1990)“;
- მანანა დარჩაშვილი - (ილიაუნის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) - „მიხაკო წერეთელი და 26 მაისი: ორი გამოსვლის (1918 და 1943) შედარებითი ანალიზი“;
- თამარ ქარაია - (თსუ ასისტენტ-პროფესორი) - „26 მაისი როგორც მეხსიერების პროექტი“
კონფერენცია გაიმართება შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/5276480435?status=success
უკან |