ევროკავშირის პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ ფარგლებში გამართულ ონლაინ ტრენინგ-შეხვედრას ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში იგეგმება მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის ამოქმედება. შეხვედრას უძღვებოდნენ: მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ბერიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი და პროექტ MEDIATS-ის მენეჯერი ქეთევან დევაძე. ღონისძიებაზე მოკლევადიანი პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული აკადემიური პირები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებს, სამომავლო გეგმებსა და მოსალოდნელ შედეგებს. ონლაინ ტრენინგ-შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
უკან |