ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული სამართლის სწავლების საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ფაკულტეტზე პროექტის ფარგლებში შედგა, რომელსაც უძღვებოდნენ: პროექტის კოორდინატორი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი, საბაუნის რექტორი ვაჟა ვარდიძე, საბაუნის რექტორის მოადგილე დიმიტრი გეგენავა და საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი გორაძე.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მიერ და ხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების პარტნიორობით.
უკან |