2020 წლის 26 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში „Jean Monnet Activities - Kick Off meeting 2020“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჟან მონეს პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟან მონეს პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და კორონავირუსის პანდემიის გამო პროგრამის წინაშე არსებული გამოწვევები. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.
უკან |