იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა"

სურათი

ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

 (EUCONST - Grant Agreement N 620393-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის მიზანია:

  • ევროინტეგრაციის და ევროპული ღირებულებების გავრცელება ევროკავშირის სწავლების, კვლევისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
  • ევროპის კავშირის შესახებ სამი ახალი სასწავლო კურის განვითარება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრაცია;
  • საქართველოს-ევროკავშირის საკითხებზე სტუდენტებს, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ინიცირება;
  • ევროკავშირის შესახებ კვლევისა და დისკუსიების განვითარება, მათ შორის ჟან მონეს კათედრის პუბლიკაციების საშუალებით;
  • ახალგაზრდების ჩართვა დებატებში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციების, საჯარო ლექციების და საზაფხულო სკოლის მეშვეობით.

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა