იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული  - ,,გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: გენოციდი: The Crime of Crimes. საჯარო ლექციაზე განხილული იყო გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წლის 9 დეკემბერს მიღებული „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციის შექმნის  ისტორიული წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები.

ლექციაზე ასევე ყურადღება იყო გამახვილებული დანაშაულთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებანი, ისევე როგორც, გენოციდის ცალკეული შემთხვევები, მათ შორის: პირველი და მეორე მსოფლიო დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები (ჰოლოკოსტი), რუანდის გენოციდი და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

ლექციას წარუძღვა სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა