იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წელი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 21 თებერვალს გიწვევთ ჟან მონეს სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვენა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს.

I. კონფერენციაში მონაწილეობა: 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ, ჟან მონეს კათედრის სასწავლო კურსების „ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი“ (ბაკალავრიატი) და „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპეიზაცია“ (მაგისტრატურა) კურსდამთავრებულებს.

II. კონფერენციის ვადები და განაცხადის წარდგენა

კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტუდენტმა 2021 წლის 16 იანვრამდე თემის აბსტრაქტი (მოცულობა: არა უმეტეს 350 სიტყვა) უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე: info@jeanmonnetchair.edu.ge და თემის ველში მიუთითოს: „სტუდენტური კონფერენცია 2020“. აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სტუდენტის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი/სპეციალიზაცია, ჟან მონეს სასაწავლო კურსის დასახელება, მოხსენების სათაური. საკონფერენციო თემა უნდა უკავშირდებოდეს ჟან მონეს სასწავლო კურსებით გათვალისწინებულ ან ევროპის კავშირთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის ევროპული კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს და ღირებულებებს საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით. დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება. 

III. ჯილდო: 

კონფერენციის საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ვებგვერდზე და/ან ელექტრონული კრებულის სახით. ყველა მონაწილეს (მომხსენებელს) გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

IV. დამატებითი ინფორმაცია

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში ელექტრონული პლატფორმა zoom-ის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის პროგრამის და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ ეცნობება სტუდენტებს ელ. ფოსტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.jeanmonnetchair.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა