იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დევიდ შულცის ლექცია თემაზე: „2020 წლის არჩევნები და პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა“

სურათი

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით გაიმართება ამერიკელი პროფესორის დევიდ შულცის ონლაინ  ლექცია თემაზე: "2020 წლის არჩევნები და პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა".

დევიდ შულცი არის ჰემლაინის უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის პროფესორი. პროფესორი შულცი ასწავლის სხვადასხვა მიმართულებებს ამერიკული პოლიტიკის - საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება, კამპანიები და არჩევნები, სამთავრობო ეთიკა. ასევე არის მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც ასწავლის საარჩევნო სამართალს. არის 30 წიგნისა  და 100-ზე მეტი სტატიის ავტორი თემებზე: ამერიკის პოლიტიკა, საარჩევნო სამართალი, მედია და პოლიტიკა. სამჯერ აქვს მიღებული ფულბრაიტის სტიპენდია, 2013 წელს მიენიჭა ლეზლი ა.უიტინგტონის ეროვნული ჯილდო საჯარო სწავლების სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის. პროფესორი შულცი გასულ წელს იმყოფებოდა ბსუ-ში და წაიკითხა ლექციები საზაფხულო სკოლის სტუდენტებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია პროფესორ დევიდ შულცის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

ჰემლაინის უნივერსიტეტი: https://www.hamline.edu/faculty-staff/david-schultz/

მინესოტას უნივერსიტეტი: https://www.law.umn.edu/profiles/david-schultz


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა