იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ესეების კონკურსის „შობა-ახალი წელი - ძველის შეფასებისა და ახალი იმედების დღესასწაული“ შედეგები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის „შობა-ახალი წელი - ძველის შეფასებისა და ახალი იმედების დღესასწაული“ ფარგლებში საუკეთესო ნაშრომად დასახელდა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის ანა პაიჭაძის ნაშრომი „საშობაო ექსპრესი - ანუ, როგორ არ გავხდეთ ანნა კარენინა“. გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსის ინიციატორისა და მხარდამჭერის, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის ანანო დიასამიძის მიერ დაწესებული პრიზი 100 ლარის ოდენობით.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი მეორე გამარჯვებულისთვის დამატებითი პრიზი - 50 ლარი დააწესა შპს საბავშვო ბაღმა „ზღვის სამეფო“. მეორე ადგილის მფლობელი გახდა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი თედო ქარცივაძე წარმოდგენილი ნაშრომისთვის „მშვიდობით, იარაღო!“. აქტიურობისთვის მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს, ხოლო ანა პაიჭაძეს და თედო ქარცივაძეს ვულოცავთ გამარჯვებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა