იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წელი

სურათი

21 თებერვალს, 15:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით,  ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია ეძღვენა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს. კონფერენციაზე ჟან მონეს სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებების, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. სტუდენტები ასევე წარმოადგენენ მოხსენებებს საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის, როგორც საქართველოს პირველი ევროპული კონსტიტუციის და მასში განსაზღვრული ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ.

ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ პლატფორმა Zoom-ის შემდეგ მისამართს:  https://us02web.zoom.us/j/5276480435

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა