ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით მსოფლიო საგანმანათლებლო პრაქტიკის მეორე საერთაშორისო სკოლა გაიხსნა. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უკრაინელი, ებრაელი, ლატვიელი და ბულგარელი ექსპერტები რვა დღის განმავლობაში მედიაციის აქტუალურ საკითხებს გააცნობენ. საერთაშორისო სკოლა ითვალისწინებს უკრაინის, ბულგარეთისა და ლატვიის მედიაციის უახლესი ტენდენციების გაზიარებასა და ამ პროცესის წარმართვისათვის საჭირო კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობას.
უკან |