იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

სურათი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების  საერთაშორისო დღე ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კონფერენციით აღნიშნა. სესია მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აუტიზმის სინდრომისათვის დამახასიათებელი გამოწვევებისა და საჭიროებების  გაცნობა. ღონისძიებას ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები, ფსიქოლოგები, აუტიზმის სინდრომის მქონეთა მშობლები, მენტალური ჯანმრთელობის, სამედიცინო კორპორაცია ევექსის, სამედიცინო ასოციაცია ,,თანას“, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საჯარო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციისთვის მშობლებთა ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა სამი სახის სამახსოვო:

1. აუტიზმის პროგრამაში მშობლისა და ბავშვის თანმიმდევრულად ჩართულობის ჩეკლისტი;
2. ადრეული განვითარების პროგრამაში მშობლისა და ბავშვის თანმიმდევრულად ჩართულობის ჩეკლისტი;
3. სსსმ მოსწავლის სტატუსის მინიჭება, მშობლისა და მოსწავლის  თანმიმდევრულად ჩართულობის ჩეკლისტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა