იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ / E-PSY (Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students (E-PSY) - 617980-EPP-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ხორციელდება.

ბსუ-ში პროექტის ფარგლებში იგეგმება სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება. ცენტრში გამოცდილი ფსიქოლოგები სტუდენტებს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან და ერთობლივად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს  ცენტრებში სტუდენტებთან მუშაობის საკითხზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შესახებ სტუდენტთა გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო და თავისი აზრი დააფიქსირა  978-მა სტუდენტმა. კვლევის შედეგები დაეხმარება პროექტის განმახორციელებლებს, უკეთ შეისწავლონ სტუდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა