11 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით Google Meeting-ის საშუალებით ატარებს კონფერენციას ბავშვთა უფლებების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა და პროკურორი ია ჩხეიძე მოხსენებებს წარმოადგენენ ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
კონფერენციის მომხსენებლები:
- 11 ივნისი, 19:00 - დოქტორ ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;
- 14 ივნისი, 18:00 - თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი;
- 16 ივნისი, 18:00- ია ჩხეიძე, პროკურორი;
- 17 ივნისი, 18:00- ია ჩხეიძე, პროკურორი.
კონფერენციის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
- ბავშვის უფლებების ზოგადი მიმოხილვა; ბავშვის უფლებათა კონვენცია; (ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე)
- ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება( ზოგადი პრინციპები);
- არასრულწლოვნის როლი სისხლის სამართლის პროცესში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/vZYqUCVoHZonfoCB8
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 ივნისი 18:00 საათი.
აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 30 საუკეთესო მონაწილე.
დეტალური დღის წესრიგი და შესაბამისი ბმულები მონაწილეებს მიეწოდებათ სააპლიკაციო განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ანა ქოიავას, ვიცე-პრეზიდენტს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით:
✆ +995 555 23 51 15
✉ seminarsconferences@ge.elsa.org
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.
ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა, ეს უფლებები თითოეული ბავშვისთვის იყოს გარანტირებული. თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო ეს კონვენცია: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.
აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და ამით აიღო კონვენციით გაწერილი ნორმების შესრულების ვალდებულება.
2019 წლის 20 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ნოვაციას, რაც გამოხატულია იმით, რომ ბავშვთა უფლებების საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში სწორედ რომ ახლა იმკვიდრებს თავს. შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლება საკამოდ მნიშვნელოვანია.
უკან |