იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იმამურა აკირამ სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

სურათი

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები“. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ქვეყნის პრიორიტეტები და განვითარების სტრატეგიები გააცნო. სტუმარმა საუბრისას ხაზი გაუსვა ასევე იაპონიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სტიპენდიების მოპოვების და იაპონიაში სწავლის შესაძლებლობები გააცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა