ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი ანტიდისკრიმინაციულ სამართალში ჩატარდა . ტრენინგს უძღვებოდნენ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანი ლევან ჯაყელი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, მოწვეული ლექტორი ნიკოლოზ მეგრელიშვილი, ასევე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი გორაძე და მოწვეული ლექტორი ცისია ოქროპირიძე.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მიერ და ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების პარტნიორობით. ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. პროექტის შედეგად მომავალი სასწავლო წლიდან ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტზე დაიწყება ახალი სასწავლო კურსების სწავლება ანტიდისკრიმინაციულ სამართალში.
უკან |