იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მემორანდუმი აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და პროფესიული კავშირების  აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების  თავმჯდომარემ, ზურაბ ცეცხლაძემ   თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივ პრაქტიკულ საქმიანობას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სამართლებრივი კვლევების წარმართვასა და სხვადასხვა პროექტების ერთობლივად განხორციელებას.

მხარეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დონის სამართლის საგანმანათლებლო  პროგრამების შემუშავება - განხორციელებასა და ექსპერტიზაში, დაგეგმავენ და  განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და პროექტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა