იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება zoom-ის პლატფორმაზე და მასში მონაწილეობს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის 30 სტუდენტი. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ,,ერაზმუს+“ ჟან მონეს პროგრამის მიერ. საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა იხილეთ დანართში.

  საზაფხულო სკოლის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა