2021 წლის 15 ოქტომებრს, ერაზმუსის დღეების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა „Erasmus+“-ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას "როგორ ვასწავლოთ და ვიკვლიოთ ევროკავშირი?". დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟან მონეს პროექტების განმახორციელებელმა პირებმა თბილისის, გორისა და ბათუმის ცხრა უნივერსიტეტიდან, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ორი ასოციაციიდან. დისკუსია გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა კარლ ჰარცელმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელმაც ისაუბრა ბსუ-ში ჟან მონეს კათედრის მიერ განხორციელებული საქმიანობის, ჟან მონეს პროგრამის მნიშვნელობასა და ევროკავშირის სწავლების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს http://erasmusplus.org.ge/news/jean-monnet-diskusia
უკან |