ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში VI საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი ტარდება თემაზე: „საქართველოს აკადემიური პერსპეტივა უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის კვლევებში“. ღონისძიების გახსნას ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ტომას იონტერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბენუა პელოპიდასი და შვედეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორდღიანი საზაფხულო უნივერსიტეტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
საზაფხულო უნივერსიტეტის მუშაობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები მონაწილეობენ.
ორგანიზაცია თავდაცვისა და უსაფრთხების სამოქალაქო საბჭო 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ერთობლივი მუშაობის შედეგად და შვედეთის მთავრობის დახმარებით 6 წელია იმართება ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაურვცელებლობის საკითხებზე.
აკადემიური სემინარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასტუმრო „რედისონში“ ტარდება.
უკან |