ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის 13-მა მსმენელმა ესპანეთში, მურსიას უნივერსიტეტში ორკვირიანი სასწავლო სტაჟირება გაიარა. ღონისძიებას ასისტირებას უწევდა პროექტ MEDIATS-ის მკვლევარი და მენეჯერი ბსუ-ში ქეთევან დევაძე. სასწავლო სტაჟირება მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს მედიაციის დარგში, სიმულაციებს, შიდა სასწავლო ვიზიტებს, ჯგუფურ აქტივობებს, გამოცდილ მედიატორებთან თანამშრომლობასა და კულტურულ ტურებს.
მონაწილეები მურსიას რეგიონის იუსტიციის ქალაქში პრაქტიკოს მედიატორებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოეწყო კულტურული ტური ქალაქ კარტახენაში.
პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის დაფინასებით პროექტ MEDIATS - ის ფარგლებში.
უკან |