ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ადმირალ ჯეიმს მორლს, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპიტან ჯონათან ლიპსს და ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ სტეფან ბეგლის უმასპინძლა. დელეგაციის წარმომადგენლები ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთრინ შვაიცერმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება ბსუ-ში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |