ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის და საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გივი აბაშიძე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ წევრად - აკადემიკოსად აირჩია. უნივერსიტეტი ულოცავს ასოცირებულ პროფესორ გივი აბაშიძეს საპატიო წოდების მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.
უკან |