იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 8  დეკემბერს საპარალამენტო დებატები ჩატარდა თემაზე: „ამ პალატას სჯერა სახალხო დამცველის“, საპარლამენტო დებატების ტურნირში მონაწილეობა ბსუ-ს სტუდენტებმა მიიღეს, რომელშიც საქართველოს 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული.

 9 დეკემბერს  ასევე შედგა  საჯარო დისკუსია "პანდემიის გავლენა ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე",  შეხვედრაზე  სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო  კვირეული  2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებები USAID-ის  პროგრამის  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ეგიდით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა