2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნანა ბოლქვაძე თამაზ ბექაიას ფონდმა სიგელითა და პრემიით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
უკან |