ღვაწლმოსილი მეცნიერის, ცნობილი ფსიქოლოგის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა ბსუ-ში. საიუბილეო ღონისძიებაზე ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან კეჭაყმაძემ, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა როინ მალაყმაძემ, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. იგი რამდენიმე ათეული წელია, უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და არის არაერთი თაობის აღმზრდელი. გურამ ჩაგანავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში და აქტუალური საკიტხების კვლევაში. მისი სამეცნიერო ინტერსის სფერო არის: სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, ისტორიული ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა.
ღვაწლმოსილი პროფესორ გურამ ჩაგანავას ხელმძღვანელობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიქმნა ფსიქოლოგიის საბაკალავრო და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი.
უკან |