ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით 2022 წლის 28 იანვარს გიწვევთ ჟან მონეს სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
I. კონფერენციაში მონაწილეობა
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟან მონეს კათედრის კურსდამთავრებულებს, ასევე სხვა დაინტერესებულ სტუდენტებს.
II. კონფერენციის ვადები და განაცხადის წარდგენა
კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტუდენტმა 2022 წლის 20 იანვრამდე თემის აბსტრაქტი (მოცულობა: არა უმეტეს 350 სიტყვა) უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე: info@jeanmonnetchair.edu.ge ან შეავსოს ვებგვერდზე http://jeanmonnetchair.edu.ge/students-conference განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა. გთხოვთ აბსტრაქტის გაგზავნისას თემის ველში მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია 2022“. აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სტუდენტის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი/სპეციალიზაცია, ჟან მონეს სასაწავლო კურსის დასახელება, მოხსენების სათაური. საკონფერენციო თემა უნდა უკავშირდებოდეს ჟან მონეს სასწავლო კურსებით გათვალისწინებულ ან ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება.
III. ჯილდო
კონფერენციის ყველა მონაწილეს (მომხსენებელს) გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატები.
IV. დამატებითი ინფორმაცია
კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტში პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების და წესების გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის პროგრამის და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ ეცნობება სტუდენტებს ელ. ფოსტის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge/students-conference და დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე info@jeanmonnetchair.edu.ge
უკან |