ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლექციები წაიკითხა მურსიას უნივნერსიტეტში (ესპანეთი). ლექციები შეეხებოდა ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ღია მმართველობა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის მიღწევები და მდგარი განვითარება. ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ მურსიას უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე გააცნო ღია მმართველობის აქტუალური საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავალო თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |